ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას მოლდოვასთანაც გეგმავს
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ძალაში 1-ელ იანვარს შევიდა.
ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმებას ჩინეთი მოლდოვასთანაც გეგმავს.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე დაწყებულია.
პეკინში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებას.
შვეიცარიისა და ისლანდიის შემდეგ, საქართველო მესამე ევროპული ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალ ვაჭრობაზე დოკუმენტი გააფორმა.
საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი), თურქეთთან და დსთ-ს სახელმწიფოებთან აქვს.