ჩინეთი ტაივანის ვიცე-პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გმობს. უილიამ ლაი აშშ-ს პარაგვაიში გამგზავრებამდე მცირე ხნით ეწვია.
„ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციის განვითარებას და მიიღებს მტკიცე და გადამწყვეტ ზომებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი ლოს ანჯელესში გამგზავრებამდე ჯერ ნიუ იორკში ჩავიდა, სადაც ის ამერიკაში ტაივანის თემის წარმომადგენლებსა და თანამემამულეებს შეხვდა. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არ არის ამერიკელ მაღალჩინოსნებთან კონტაქტები. არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით, უილიამ ლაი პარაგვაიში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.