ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების წინააღმდეგია
ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების წინააღმდეგია

ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების წინააღმდეგია. ამის შესახებ „ბიბისის“, გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის ელჩის მოადგილე ჩენ ვენმა განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი გამოძიების ჩატარების ინიციატივა „პოლიტიკურად მოტივირებული წინადადებაა, რომელიც მსოფლიოს ვირუსთან ბრძოლაში ხელს შეუშლის და ყურადღებას სხვა საკითხზე გადაატანინებს“.

„ჩვენ ახლა ვებრძვით ვირუსს და ასეთი გამოძიების ჩატარება ამ ბრძოლას მოგვწყვეტს, მეტიც ჩვენ რესურსების სხვაგან მიმართვა მოგვიწევს“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეკულაციები „პოლიტიკურ“ მიზნებს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც მოითხოვა.