ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, ქალაქ ჩენდუში მდებარე საკონსულო დახუროს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაცია მიაწოდა, რომ უკან იწვევს თანხმობას ჩენდუში აშშ-ის გენერალური საკონსულოს არსებობასთან და მუშაობასთან დაკავშირებით.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ასევე დააწესა კონკრეტული მოთხოვნები გენერალური საკონსულოს მიერ ყველა ოპერაციისა და ღონისძიების შეჩერების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება პეკინმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულო დახურა.