ჩინეთი 34 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის პროდუქციაზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი 6 ივლისიდან 34 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები აშშ-ის გადაწყვეტილებების თანაზომიერია.
ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი აშშ-ის რეგულაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 6 ივლისიდან ჩინეთის 34 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები დაწესდება.
ვაშინგტონმა დამატებითი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება 15 ივნისს მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პეკინი ვაშინგტონის მიმართ „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას“ იყენებს, რაც აშშ-ის ზიანს აყენებს.