ჩინელმა ჰაკერებმა ესპანური ცენტრებიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოიპარეს
ჩინელმა ჰაკერებმა ესპანური ცენტრებიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოიპარეს

ჩინელმა ჰაკერებმა ესპანური ცენტრებიდან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ესპანეთის ეროვნული სადაზვერვო ცენტრის დირექტორი პას ესტებანი ამბობს, რომ ქვეყანაში იზოლაციის რეჟიმის დაწესების შემდეგ ჰაკერული თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა, რაც განსაკუთრებით მგრძნობიარე სექტორებს, ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის მიმართულებებს უკავშირდება.

მადრიდში აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმები განხორციელდა ლაბორატორიებზე, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობენ. ადამიანებზე ესპანური პრეპარატების გამოცდა ჯერ არ დაწყებულა.