ჩილეში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, ჩილეს დედაქალაქში აქციების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად, სანტიაგოს 300 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალი მიადგა. დაზიანებულია მეტროსადგურები და მატარებლები.
„ვანდალიზმის შედეგად, დაზიანებულია დედაქალაქის მეტროსადგურების 40 პროცენტი“, – განაცხადეს სანტიაგოს პოლიციაში.
საპროტესტო აქციები ჩილეს დედაქალაქში 14 ოქტომბერს დაიწყო. ამის მიზეზი მეტროთი მგზავრობაზე გაზრდილი ფასებია. არეულობა სანტიაგოსთან ერთად სხვა ქალაქებშიც გაიმართა. შედეგად, ჩილეს პრეზიდენტმა მეტროთი მგზავრობის ფასის გაზრდაზე უარი თქვა.
სანტიაგოში მესამე დღეა კომენდანტის საათი მოქმედებს, თუმცა არეულობა არ წყდება.