ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნები მილიარდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მოიგო
ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნები კონსერვატორმა მილიარდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ მოიგო.
მემარცხენე ალეხანდრო გუილერმა მოწინააღდმდეგეს გამარჯვება და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მთავრობის სათავეში დაბრუნება მიულოცა.
ხმების უმეტესი ნაწილი დათვლილია და შედეგების მიხედვით პინერა მოწინააღმდეგეს 54%-ით უგებს.
ეს ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია იმ ფონზე, როცა ჩილეს ამჟამად სოციალისტი პრეზიდენტი მართავს, რომელიც არჩევნებში გუილერს უჭერდა მხარს.
ხმის მიცემის უფლება არჩევნებში დაახლოებით 14 მილიონ ამომრჩეველს ჰქონდა, მათ შორის, პირველად ჩილეს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებსაც.
თუმცა საარჩევნო უბნებზე აქტიურობამ საკმაოდ დაბალი, 48,5% შეადგინა.