საქართველოს თასის მფლობელი საჩხერეს ”ჩიხურა” 5 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება. მანამდე ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდმა საკონტროლო შეხვედრა ლიგა 2-ის ”გაგრასთან” გამართა.
მატჩი თბილისის ზღვაზე მდებარე ”ზესტაფონის” ბაზაზე ჩატარდა და 2:2 დასრულდა. პირველი ნახევარი ”გაგრას” გამარჯვებით 0:2 დასრულდა. მე-6 და მე-10 წუთებზე ორივე გოლი რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა.
მეორე ნახევარში საჩხერელებმა სხვაობის გაქვითვა მოახერხეს: 65-ე და 86-ე წუთებზე თავი გუნდის ახალწვეულებმა გიორგი ბუხაიძემ და დავით იონანიძემ გამოიჩინეს და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.