ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები დაიწყო.
„მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლნისის „სიონმა“ საჩერეს „ჩიხურა“ მიიღო.
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ორივე გოლი საჩხერელთა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბედავამ გაიტანა. მე-11 წუთზე მისი გადაცემით თავი ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა, 41-ე წუთზე გაბედავამ „სიონის“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ბოლნისელები 0:2 დამარცხდნენ.
„სიონმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ცხრა ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.
„ჩიხურა“ კი მეოთხე შეხვედრაა 18 ქულით ლიდერობს, თბილისის „დინამოსა“ და „საბურთალოს“ გაუთანაბრდა.