კახა ჭუმბურიძის კომენტარი სუპერთასის ინციდენტზე - მომხდარზე ვწუხვარ, მაგრამ ძნელია შეურაცხყოფაზე თავი შეიკავო
კახა ჭუმბურიძის კომენტარი სუპერთასის ინციდენტზე - მომხდარზე ვწუხვარ, მაგრამ ძნელია შეურაცხყოფაზე თავი შეიკავო

24 თებერვალს, ქუთაისის ”ტორპედომ”  საჩხერეს ”ჩიხურას” 2:1 მოუგო და საქართველოს სუპერთასი მოიპოვა. ამ მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, კახა ჭუმბურიძეს ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა საჩხერის “ჩიხურას” დირექტორ ბერიკა შუკაკიძესთან, რომელიც მსაჯობით უკმაყოფილო იყო.

“ტორპედო”-“ჩიხურას” მატჩზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარი კახა ჭუმბურიძემაც გააკეთა – სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება საკუთარ “ფეისბუქის”-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

”მე, როგორც საჯარო პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში. მაგრამ მეორეს მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. რა თქმა უნდა, ამით ჩემს საქციელს არ ვამართლებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მომხდარზე ვწუხვარ. აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ.

დაუშვებელია, ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება. მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს” – წერია ჭუმბურიძის განცახდებაში.

დატოვე კომენტარი