„ჩიხურა“ ისრაელის გუნდთან ფრეს დასჯერდა
„ჩიხურა“ ისრაელის გუნდთან ფრეს დასჯერდა

საჩხერეს „ჩიხურა“ იერუსალიმის „ბეითარ ტრამპთან“ ფრეს დასჯერდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ისრაელის 6-გზის ჩემპიონი „ჩიხურასთან“ შედარებით ბევრად ცნობილი და ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ საჩხერელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ ისარგებლა. მიხეილ სადალიშვილის დარტყმის შემდეგ შეხვედრის არბიტრს პენალტის დანიშვნა შეეძლო, თუმცა არ დანიშნა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა ისრაელში 19 ივლისს გაიმართება.

 

დატოვე კომენტარი