„ლევადიამ“ „ჩიხურას“ შემდეგ ბათუმელებსაც მოუგო
„ლევადიამ“ „ჩიხურას“ შემდეგ ბათუმელებსაც მოუგო

ბათუმის „დინამო“ ტალინის „ლევადიას“ დაუპირისპირდა. ამხანაგური მატჩი თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში გაიმართა და ტალინელთა გამარჯვებით დასრულდა.

ესტონეთის თასის მფლობელი და გასული სეზონის მეორეადგილოსანი თურქულ შეკრებაზე საჩხერეს “ჩიხურასაც” შეხვდა და ის კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დაამარცხა 5:1, ბათუმის ”დინამოს” კი 3:0 სძლია.

“დინამო” ბთ – “ლევადია” 0:3

შემადგენლობა: შოვნაძე, ჩალაძე, გოგიტიძე, ჭელიძე, გაგოშიძე, შარიქაძე, თევდორაძე, დეკანოიძე ფლამარიონი, ქავთარაძე.

სათადარიგო: ტაკიძე, ფარტენაძე, სამსონია, ვარშანიძე, ილურიძე, აბუსელიძე, კვარაცხელია, კეკუა.