„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი - ევროთამაშები ფეხბურთელებისთვის წინსვლის შანსია
„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი - ევროთამაშები ფეხბურთელებისთვის წინსვლის შანსია

ევროპის ლიგაზე წარმატებული გასვლითი შეხვედრის შემდეგ საჩერეს „ჩიხურა“ საქართველოში დაბრუნდა.

საჩხერელები გასვლით შეხვედრას ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლუქსემბურგის „ფოლა“ 1:2 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური კანდიდატები არიან.

თბილისის აეროპორტში საქართველოს პირველ არხთან კომენტარი „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გააკეთა.

„პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ. შესვენების შემდეგ ბიჭები დამშვიდნენ და ტემპის, მეტი მოძრაობის და რაც მთავარია, თავდაჯერების ხარჯზე თამაში შემოვატრიალეთ. ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ჩვენმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა, რომელმაც ორჯერ გუნდი გადაარჩინა. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისთვის, არამედ თითოეული მოთამაშისთვის. ეს არის წინსვლის კარგი შანსი, რომ ისინი უცხოელმა მენეჯერებმა შენიშნონ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სოსო ფრუიძე.

საჩხერეს „ჩიხურასა“ და „ფოლას“ განმეორებით მატჩი 17 ივლისს თბილისში, დინამო-არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი