ჩიკაგოს მერი - გაუშიფრავად ვიტყვი, რისი თქმა მინდა დონალდ ტრამპისთვის, ეს ორი სიტყვაა, რომელიც f-თი იწყება და you-თი მთავრდება
ჩიკაგოს მერი ლორი ლაიტფუტი დონალდ ტრამპს მინეაპოლისში გამართული აქციების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და პრეზიდენტს „ძალადობის წახალისებაში“ ადანაშაულებს.
„ვხედავთ, რა თამაშს თამაშობს, რადგან ეს ყველაფერი ნათელია და ის ამაში ძალიან ძლიერი არ არის. მას სურს, შეცდომები ადგილობრივ დემოკრატ ლიდერებს გადააბრალოს. მისი მიზანი არის პოლარიზება, ადგილობრივი მთავრობის დესტაბილიზაცია და რასიზმის საფუძველზე დაპირისპირების გაღვივება. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. გაუშიფრავად ვიტყვი, რისი თქმა მინდა დონალდ ტრამპისთვის – ეს ორი სიტყვაა, რომელიც f-თი იწყება და you-თი მთავრდება“, – აცხადებს ლორი ლაიტფუტი.
მინეაპოლისში საპროტესტო აქციები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.