ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ
ჭიათურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
როგორც ფრაქციის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, ლევან ხაბეიშვილი სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.
„პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან შეიქმნა კრიზისი პოლიტსაბჭოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მას შემდეგ მხოლოდ მწვავდება.
პარტიის თავმჯდომარე პრომლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს.
პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შეუსრულებელ დაპირებებსა და შექმნილ ვითარებაზე და გადადგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთი წევრი.