ჭიათურაში, სამი ახალგაზრდა პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
ჭიათურაში, სამი ახალგაზრდა პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ჭიათურაში, სამი ახალგაზრდა პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კარავში ბექა ჭუმბურიძე, ლევან მასხარაშვილი და პეტრე ოვანოვი მეათე დღეა შიმშილობენ, გუშინ კი მათ პირი ამოიკერეს. მათი თქმით, საქმე ეხება პოლიციის მხრიდან ძალადობას, მუქარასა და უფლობამოსილების გადაჭარბებას.

„26 მაისს პოლიციელებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მოტივის გარეშე პოლიციაში მისვლა მოგვთხოვეს და იარაღით დაგვემუქრნენ. მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც დაგვაკავეს ცხრა ახალგაზრდა. მეორე დღეს რვა მათგანი გაათავისუფლეს, ერთის მიმართ კი დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. თუმცა დაკავებულ თემურ გოშაძეს სამართალდამცავების მიმართ რაიმე არაკანონიერი ქმედება არ ჩაუდენია“, – განაცხადა პეტრე ოვანოვმა.

ახალგაზრდები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი დაკავებული მეგობრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.