ჩერნობილის ზონაში უკრაინელმა მეხანძრეებმა 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ავიაციის დახმარებით 50 ტონა წყალი გამოიყენეს.
„ღია ცეცხლი აღარ არსებობს. მიმდინარეობს დაკვირვება ცალკეულ კერებზე. სტიქიის ზონაში საჰაერო დაზვერვა ხორციელდება“, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. მანამდე, მაშველები ამბობდნენ, რომ ხანძრის ჩაქრობას ცალკეულ ზონებში მომატებელი რადიაციული ფონი ართულებდა.