ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, დაღუპულია შვიდი პირი, ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, დაღუპულია შვიდი პირი, ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ავრცელებს. დაღუპულთა შორის ექვსი წლის ბავშვია.

რაკეტა ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრს მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა თეატრის გარეთ იმყოფებოდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის დროს ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრში დრონების მწარმოებლებისა და აეროდაზვერვის სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრა იმართებოდა.

ჩერნიგოვში 19-21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.