ცნობილი გახდა ყველა ის 26 გუნდი, რომლებიც 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ვაკანტური ადგილი იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში თამაშდებოდა – რომში “ლაციო” პირდაპირ კონკურენტს “ინტერს” იღებდა და ფრეც ჰყოფნიდა ლიგაზე გასასვლელად. რომაელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ “ინტერმა” ორჯერ გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი სტუმრებს ვესინომ მოაგებინა და მილანური კლუბი მეოთხე ადგილზე გავიდა.
2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქვეყნების მიხედით წარმომადგენლობა ასეთია:
ესპანეთი – “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “რეალი”, “ვალენსია”;
გერმანია – “ბაიერნი”, “შალკე”, “ჰოფენჰაიმი“, “დორტმუნდი”;
ინგლისი – “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუვენტუსი”, “ტოტენჰემი”, “ლივერპული”;
იტალია – “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “რომა”, “ინტერი”;
საფრანგეთი – “პარი სენ-ჟერმენი”, “მონაკო”, “ლიონი”;
რუსეთი – “ლოკომოტივი”, ცსკა;
პორტუგალია – “პორტუ”;
უკრაინა – “შახტარი”;
ბელგია – “ბრიუგე”;
თურქეთი – “გალათასარაი”;
ჩეხეთი – “პლზენი“.
უეფა-მ, შესაძლოა, არ დაუშვას “გალათასარაი” ევროთასებზე ფინანსური fair play-ის დარღვევის გამო. გადაწყვეტილებას ივნისში გამოიტანენ.
ჯგუფური ეტაპის კიდევ 6 მონაწილე გაირკვევა საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ.