თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-3 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა და დამარცხდა.
პირველ ტაიმში სტუმრებს, რომელთაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ, მოქმედი ჩემპიონის კარის აღება სამჯერ შეეძლოთ. მაგრამ ქუთაისელთა კაპიტანი როინ კვასხვაძე დამაჯერებლად თამაშობდა და გუნდი გადაარჩინა.
ქუთაისელებმა მალე უპირატესობა მოიპოვეს და 37-ე წუთზე ლევან კუტალიამ „ტორპედო“ დააწინაურა 1:0. 45-ე წუთზე კი, თორნიკე კაპანაძემ ეფექტური გოლით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა 2:0.
მეორე ნახევარში საქართველოს ჩემპიონი უფრო დამაჯერებლად თამაშობდა. ლევან კუტალიამ დუბლი შეასრულა, თბილისელმა ვატო არველაძემ კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირა – „ტორპედომ“ 4:0 მოიგო და 6 ქლა დააგროვა.
ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება.