ესპანეთისა და ირანის მატჩის შემდეგ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შედეგიანი მატჩების სერია გაგრძელდა. ესპანელებმა 1:0 მოიგეს და ჯერჯერობით, მიმდინარე პირველობაზე აქამდე ჩატარებულ ოცივე მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გავიდა.
ეს ყველაზე გრძელი სერიაა 1954 წლის ჩემპიონატის შემდეგ. იმ ტურნირზე პირველი 0:0 რიგით 26-ე მატჩში დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე უგოლო ფრე არ ყოფილა, შედეგიანობა მაინც დაბალია – ოთხშაბათს, სამივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:0) დასრულდა.
ჯერჯერობით, 1:0 ყველაზე პოპულარული ანგარიშია ტურნირზე.
ოთხშაბათის მატჩების შემდეგ, 45 გოლია გატანილი. საშუალოდ, მატჩში 2.25 გოლი გადის.