ინგლისში ქვეყნის თასის 1/32 “ჩელსისა” და ქვედალიგელ “ნორვიჩს” შორის ფინალის გადათამაშება გაიმართა. ამ გუნდების პირველი მატჩი “ნორვიჩის” მოედანზე ანგარიშით 0:0 დასრულდა.
ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა განმეორებით მატჩში, რის გამოც, დამატებითი დროის თამაში გახდა საჭირო. გოლი იქაც არ გასულა.
დამატებითი დროის მეორე ტაიმში “ჩელსის” პედრო და ალვარო მორატა გაუძევეს და ინგლისის ჩემპიონმა შეხვედრა ცხრა კაცით დაასრულა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც “ჩელსიმ” 5:3 მოიგო.
ლონდონური კლუბი 1/16 ფინალის ბოლო მონაწილე გახდა. ამ ეტაპზე ასეთი წყვილებია:
შეფილდ უენსდი-რედინგი
იეოვილი-მანჩესტერ იუნაიტედი
პიტერბრო-ლესტერი
ჰადერსფილდი-ბირმინგემი
ნოტსი-სუონსი
მილტონი-ქოვენთრი
მილუოლი-როჩდეილი
საუთჰემპტონი-უოტფორდი
მიდლსბრო-ბრაიტონი
უიგანი-ვესტ ჰემი
ჰალი-ნოტინგემი
შეფილდი-პრესტონი
ნიუპორტი-ტოტენჰემი
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი
ჩელსი-ნიუკასლი
კარდიფი-მანჩესტერ სიტი
მატჩები 26-28 იანვარს გაიმართება.