ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტური მოქმედი ჩემპიონის “ჩელსის” განადგურებით დასრულდა. “უოტფორდის” წინააღმდეგ გასვლით მატჩში ანტონიო კონტეს შეგირდები 1:4 დამარცხდნენ.
“უოტფორდმა” პირველი გოლი 42-ე წუთზე პენალტით გაიტანა – თავი გამოიჩინა გუნდის კაპიტანმა ტროი დინმა. ედენ აზარმა ძლიერი დარტყმით 82-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ დარჩენილ რვა წუთში დარილ იენმაატმა, ჟერარ დეულოფეუმ და რობერტო პერეირამ ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს ჩემპიონის კარში.
“ჩელსი” შეხვედრის დიდ ნაწილს უმცირესობაში ატარებდა. მეორე ყვითელი ბარათისთვის 30-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო.
ლონდონური კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, 50 ქულით მეოთხე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.