ინგლისის პრემიერლიგაში 21-ე ტური გაგრძელდა. ქვეყნის ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” “სტოკ სიტის” უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.
რიუდიგერისა და დრინკუოტერის გოლებით უკვე მეცხრე წუთზე ანგარიში 2:0 იყო. ამის შემდეგ, “სტოკის” კარში პედრომ, ვილიანმა და ძაპაკოსტამაც გაიტანეს და ანტონიო კონტეს გუნდმა 5:0 მოიგო. “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.
პედროს გოლის შემდეგ, “ჩელსიში” მოთამაშე ესპანელებს 21 გოლი დაუგროვდათ: 10 ალვარო მორატას, 5 – მარკოს ალონსოს, 4 – პედროს, თითო – სესკ ფაბრეგასსა და სესარ ასპილიკუეტას. ლონდონელთა რიგებში ესპანელებს უფრო მეტი გოლი აქვთ გატანილი, ვიდრე TOP5 ჩემპიონატების ნებისმიერ გუნდში, მათ შორის, თავად ესპანეთში.
“ლივერპული” “ლესტერთან” საშინაო შეხვედრას აგებდა, მაგრამ მოჰამედ სალაჰის დუბლით 2:1 მოიგო. ეგვიპტელს 17 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა ლიდერ ჰარი კეინს.
“ლივერპულმა” თავისი წაუგებელი სერია 12 მატჩამდე აიყვანა და მეოთხე ადგილზეა.
სხვა მატჩების შედეგები:
ბორნმუთი-ევერტონი 2:1
ჰადერსფილდი-ბარნლი 0:0
ნიუკასლი-ბრაიტონი 0:0
უოტფორდი-სუონსი 1:2