ჭელიძე სოსიაშვილის ნაცვლად - „სიონში“ ახალი მწვრთნელი დანიშნეს #1TVSPORT
ბოლნისის „სიონს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – უჩა სოსიაშვილის ნაცვლად ბოლნისურ კლუბს გიორგი ჭელიძე უხელმძღვანელებს.
უჩა სოსიაშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტი რომ დატოვა, ამის შესახებ ბოლნისის „სიონის” პრესსამსახურმა ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა. მას შემცვლელი სწრაფად მოუნახეს და გუნდს უკვე წარუდგინეს.
გიორგი ჭელიძე სეზონის დასაწყიში „თელავში“ წარმატებულად მუშაობდა, მაგრამ ივლისში მოულოდნელად მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მანამდე „საბურთალოს“ აკადემიაში საქმიანობდა და „საბურთალო 2“-ს მთავარი მწვრთნელი იყო.
„სიონი“ ეროვნულ ლიგაში 2022 წლის სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 30 ქულით მე-9 ადგილზეა და დიდი ალბათობაა, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშების მატჩები ჩაატაროს ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ან მესამეადგილოსან გუნდთან.