ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში ერთმანეთს ტრამვაი და ტროლეიბუსი შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ავარია ორი ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა.
ინციდენტის ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს პოლიცია. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.