ჩეხეთში, ქვანახშირის საბადოში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა
ჩეხეთში, ქვანახშირის საბადოში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
საბადოს მფლობელ კომპანია OKD-ში აცხადებენ, რომ დაშავებულებისა და დაღუპულების უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოში მუშაობდნენ.
როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე საბადოში აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შემდეგ მიწისქვეშ არსებულ საბადოში თითქმის ყველაფერი ჩამოიშალა. როგორც ცნობილია, აფეთქების დროს საბადოში სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ ჩეხეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები.