ჩეხეთში პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა
ჩეხეთის 20-მდე ქალაქში ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი ბაბიშის გადადგომა მოითხოვეს.
ანდრეი ბაბიშს ევროკავშირის თანხებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებსა და კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ბაბიში ღირსეული პრემიერი ვერ იქნება და ქმედით მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს.
ანდრეი ბაბიშის პარტიამ – ANO გასული წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა და მთავრობას ამ დრომდე ვერ აყალიბებს.