ჩეხეთში მეხის დაცემის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა
ჩეხეთში მეხის დაცემის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

ჩეხეთში მეხის დაცემის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. „ბიბისის“ ცნობით, შემთხვევა ლიბერეცის რეგიონში, ვრატისლავიცეს სასახლის პარკში მოხდა, სადაც საბავშვო ღონისძიება იმართებოდა.

მედია წერს, რომ მეხი პარკში მდებარე ხეს დაეცა, რომლის ქვეშაც მოქალაქეები წვიმისგან აფარებდნენ თავს. დაშავებულთა შორის 2-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვია. ერთ-ერთი მათგანი ვერტმფრენით პრაღის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 17 დაშავებული კი ადგილობრივ ჰოსპიტალში მკურნალობს.