ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 26 ადამიანი
ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცეში მოხდა, რა დროსაც სატვირთო და სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
„არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, – აცხადებს გუბერნატორი.
პოლიციის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და ხორციელდებოდა მგზავრების ევაკუაცია.