ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი 16 000-ს გადასცდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 278 შემთხვევაა გამოვლინდა. ჩეხეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 16 093-ს აღწევს, მათ შორის 374 პაციენტი გარდაიცვალა.
„გარდიანი“ წერს, რომ ივლისში ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატება რამდენჯერმე დაფიქსირდა. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ტესტირებების გაფართოება იგეგმება და ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ზე ყოველდღიურად 17 000 ტესტი ჩატარდება.