ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 21 551 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 411 ადამიანი.