ჩეხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 3 აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ორ კლასტერს უკავშირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 18 060 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 749 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაღუპულია 389.