ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 414 828 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 858 ადამიანი.