ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 1 287 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნისთვის ეს 20 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას „გარდიანი“ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გარდიანი“ წერს, რომ ჩეხეთს სექტემბერში რეგიონში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ამ თვეში ქვეყანაში დაინფიცირების 40 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში ვირუსი 65 883 პაციენტს დაუდასტურდა, მათ შორის 618 გარდაიცვალა.