ჩეხეთში გაყინეს რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საბანკო ანგარიშები
ჩეხეთში გაყინეს რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საბანკო ანგარიშები. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის რადიო ავრცელებს.
მათი ცნობით, ევტუშენკოვი ფლობს უძრავ ქონებას ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში, რომლის ღირებულებას 20 მილიონი ევროა. ევტუშენკოვი ივნისის თვეში შეიყვანეს ე.წ. შავ სიაში, რადგან მას აქვს კავშირი ვლადიმირ პუტინთან.
როგორც მედია წერს, ევტუშენკოვი კარლოვი ვარში ფეშენებელური ვილების კომპლექსს ფლობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სანქციები დაუწესოს რუს ბიზნესმენს და ასევე მის შვილს, ფელიქსს, რომელსაც ასევე აქვს ფინანსური აქტივები ჩეხეთში.
ევტუშენკოვი ჩეხეთში შავ სიაში რიგით მეორეა. პირველი ამ ნუსხაში შეიყვანეს რუსეთის პატრიარქი კირილი.