ჩეხეთში ევროკავშირისადმი პოზიტიური დამოკიდებულება 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია
ჩეხეთის მოქალაქეების პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია – მონაცემები GLOBSEC-მა გამოაქვეყნა.
გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მხარდაჭერა მოსახლეობაში 41%-დან 51%-მდეა გაზრდილი. ევროკავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა კი 41%-დან 69%-ამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, იზრდება პოზიტიური დამოკიდებულება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ. გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა სასარგებლოა, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.