ჩეხეთში, ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
ჩეხეთში, ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
ჩეხეთის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლიბავას პოლიგონზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალა აფეთქდა. დაშავებულების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენები ჩართეს. შემთხვევის მართვას სამხედრო პოლიცია ახორციელებს.