ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია
ჩეხეთში ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უამინდობისა და წყალდიდობის საფრთხის გამოჩეხეთის რკინიგზამ მგზავრებს მოუწოდა გადაედოთ შაბათ-კვირას დაგეგმილი მგზავრობა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხეების წაქცევაა.
„რკინიგზის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ყველა პრობლემის აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ ჩეხეთის რკინიგზაში.
ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში, მდინარე ვლტავაზე შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლა. სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს მზადება მდინარის შესაძლო ადიდებისთვის, დაიხურა მოედნები და პარკები. ასევე შეწყვიტა მუშაობა პრაღის ზოოპარკმაც. მოქალაქეებს მოუწოდეს საჭიროების გარეშე არ გამოვიდნენ ქუჩაში და არ გამოიყენონ ავტომობილი.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში ჩეხეთი და პოლონეთი ინტენსიურად ემზადებოდნენ უხვი ნალექისთვის და წყალდიდობებისთვის. ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან დაიწყო ევაკუაცია.