ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 3 130 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 20 289 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 413 პირი საავადმყოფოებში იმყოფება.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ჩეხეთში კორონავირუსის 44 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 23 377 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 489 პაციენტი კი გარდაიცვალა.