ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 3 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ფიქსირდება.
ჩეხეთში ათი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 11 603 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 348 ადამიანი.