ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 შემთხვევა გამოვლინდა

ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 8 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში სულ 11 298 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 347 ლეტალური შემთხვევით.

„როიტერის“ ინფორმაციით, ახალი შემთხვევათა ნახევარი ქარვინას რეგიონში ფიქსირდება, სადაც მაღაროელთა კლასტერში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების შემდეგ, ხელისუფლებამ აგრესიული ტესტირება დაიწყო.