ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსის 58 374 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 567 ადამიანი.