ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ყველაზე რთული მდგომარეობაა ქვეყნის აღმოსავლეთით, კარვინას რეგიონში.
ჩეხეთში გუშინ სწავლა დასრულდა, სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საზაფხულო არდადეგები იწყება.
ჩეხეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 11 038 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 349 ადამიანი.