ჩეხეთის რესუბლიკა და სლოვაკეთი ერთმანეთთან თავისუფალ მიმოსვლას სრულად აღადგენენ.
ამის შესახებ ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი პრაღაში საკუთარ კოლეგას, ანდეი ბაბის შეხვდა.
პანდემიის შემდეგ ეს სლოვაკეთის პრემიერ – მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტია.