ჩეხეთმა რუსულ ავიაკომპანიებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულ ავიაკომპანიებს ჩეხეთში ფრენების განხორციელება 7 ივლისამდე შეეძლებათ.
ჩეხეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა პრაღამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ჩეხეთის ავიახაზებს ტრანსციმბირული გზით პრაღა-სეულის მარშრუტის შესრულების უფლება მისცა.
ჩეხეთის თვითმფრინავები ტრანსციმბირულ მარშრუტს ასევე 7 ივლისამდე გამოიყენებენ. მხარეებს შორის უთანხმოების საფუძველი მოსკოვის მიერ ჩეხური ავიახაზებისთვის ტრანსციმბირული მარშრუტის ჩაკეტვა გახდა. სამომავლო შეზღუდვების პრევენციისთვის მხარეებს შორის მოლაპარალებები გაგრძელდება.
ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ნაბიჯი არსებული შეთანხმებების დარღვევად შეაფასა და რუსულ ავიაკომპანიებს, „აეროფლოტს“, „პაბედასა“ და „ურალის ავიახაზებს“ პრაღაში და კარლოვივარიში ფრენები გაუუქმა.