ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა
ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეების 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა

ჩეხეთმა გაყინა რუსეთის 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები, – ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ განაცხადა.

„ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტია (347,36 მილიონი ევრო)”, – განაცხადა მატულამ უკრაინის აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ოლენა დუმასთან შეხვედრისას.

ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან და დაარწმუნა უკრაინა პრაღის მხარდაჭერაში კიევის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში.