ჩეხეთმა პოლონეთსა და შვედეთს მიბაძა და უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე #1TVSPORT
პოლონეთისა და შვედეთის ნაკრებების შემდეგ, ჩეხეთის ნაკრებმაც უარი განაცხადა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე. ამის შესახებ იტყობინება ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში რუსეთმა პოლონეთს უნდა უმასპინძლოს, შვედეთმა – ჩეხეთს. წყვილებში გამარჯვებულები 29 მარტს, ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.