ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში კიევის სადგურში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
„ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან“, – წერს ლიპავსკი.
უკრაინაში ვიზიტის შესახებ „ტვიტერში“ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრიც წერს.
„მოხარული ვარ, კვლავ დავბრუნდე უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. გამანადგურებელია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას“, – წერს შალენბერგი.